ფეხბურთი

13:13 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიომ შესაძლოა "ფლამენგოში" ითამაშოს

33 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ კარიერა შესაძლოა "ფლამენგოში" გააგრძელოს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიური კლუბი მარკიზიოს გადაბირებაზე მუშაობს. ამჟამად კლაუდიოს თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.

მარკიზიოს კარიერაში მხოლოდ სამ გუნდში "იუვენტუსში", "ემპოლიში" და "ზენიტში" უთამაშია.

13 წელი "იუვენტუსში" გაატარა, სადაც 389 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114793