ფეხბურთი

12:16 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მეტი გოლი უნდა გაგვეტანა"

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში "ვილიარეალი" "რეალს" 2:2 დაუზავდა. მატჩისშემდეგ "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს უფრო მეტი გოლი უდნა გაეტანა.

"მას შემდეგ რაც მეორე გოლი გავუშვით, ჩვენ უკეთ თამაში დავწყეთ. ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანა დავიმსახურეთ, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ და ეს კომპონენტი გასაძლიერებელია. შეხვედრა ყოველთვის ზედმეტი დაძაბულობის გარეშე უნდა დავიწყოთ. ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ"- განაცხადა ზიდანმა.

"რეალიდან" ორივე გოლი ბეილმა გაიტანა. მომდევნო შეხვედრაში "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდება, მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114959