სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:15 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1913. დაიბადა ბილ (უილიამ) შენკლი. შოტლანდიის ნაკრების, “კარლაილ იუნაიტედისა” (1932-33) და “პრესტონ ნორთ ენდის” (1933-49) მცველი. 1938 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი. ინგლისის პრემიერლიგაში ჩაატარა 312 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. “ლივერპული” (გუნდს 1959-74 წლებში წვრთნიდა) პირველ დივიზიონში გადაიყვანა და ბევრ წარმატებასაც მიაღწევინა. 1964,1966 და 1973 წლებში მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები გახადა, 1965 და 1974 წლებში კი ქვეყნის თასი ააღებინა. 1973 წელს შენკლის ხელმძღვანელობით ენფილდელებმა უეფას თასი მოიგეს. ბილ შენკლი 1981 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პენალტის დარტყმა დააკანონა.

1893. ინგლისის საფეხბურთო პირველობაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა “ლივერპულმა”. იმ დღეს გუნდი “მიდლსბრო ირონოპოლისთან” 0:2 დამარცხდა.

1905. ინგლისის საფეხბურთო პირველობაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა “ჩელსიმ”. იმ დღეს გუნდი “სტოკპორტ ქაუნთისთან” 0:1 დამარცხდა.

1908. ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა. “დეზებიანმა მამლებმა” “ვულვერჰემპტონ უონდერერზს” 3:0 მოუგეს.

1930. ევროპიდან აშშ-ში პირდაპირ გადაფრენა განხორციელდა. თვითმფრინავმა შეუსვენებლად 37 საათი იფრინა და ამერიკის კონტინენტზე დაეშვა.

1940. გლაზგოს “სელტიკში” გატარებული 52 წლის შემდეგ, კლუბიდან წავიდა უილი მელი. იგი “კათოლიკეთა” მოთამაშე, მოგვიანებით კი, დამრიგებელი იყო.

1954. თბილისისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთისდედაქალაქვარშავისნაკრებს4:2მოუგო. ქართველთაგან გოლები ღოღობერიძემ (2), კოვერზნევმა და ხასაიამგაიტანეს. შეხვედრათბილისშიჩატარდა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, სარჯველაძე, მახარაძე, ანთაძე, .კოტრიკაძე, . გაგნიძე,ხასაია, ღოღობერიძე, კოვერზნევი. “დინამოსმიხაილ იაკუშინიწვრთნიდა.

1965. ევროთასებზე პირველად იასპარეზა საბჭოთა გუნდმა. თასების თასის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში კიევის “დინამომ” შინ, 12 000 მაყურებლის თანდასწრებით ჩრდილოეთ ირლანდიის “კოლრეინს” 6:1 მოუგო. უკრაინელთაგან გოლები ანდრეი ბიბამ (2), ვიქტორ სერებრიანიკოვმა (2), ოლეგ ბაზილევიჩმა და ვიტალი ხმელნიცკიმ გაიტანეს. წესით, ჩემპიონთა თასზე თბილისის “დინამოს” უნდა ეთამაშა, მაგრამ საბჭოთა სპორტულმა ჩინოვნიკებმა რატომღაც ჩვენი გუნდი ევროარენაზე სათამაშოდ არ გაუშვეს.

1972. რენატე სტეჩერმა ქალთა შორის 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (11.07).

1974. პელემ უკანასკნელი მატჩი ჩაატარა “სანტოსის” შემადგენლობაში.

1981. თბილისისდინამომმადრიდის საერთაშორისო ტურნირისმესამეადგილისთვისგამართულმატჩში,მიუნხენისბაიერნი” 2:1 დაამარცხა. თამაშისანტიაგობერნაბეუსმოედამზეჩატარდა.თბილისელთაგანორივე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. შეხვედრავადაზე ადრეშეწყდა, რადგანმიუნხენელებმაასპარეზობის არბიტრის გადაწყვეტილებისადმი პროტესტისნიშნად, მოედანიდატოვეს. “დინამო”:გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, ანდღულაძე,გუცაევი, ჟვანია,შენგელია. “დინამოსნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. ამტურნირისსაუკეთესომოთამაშედვლადიმერგუცაევი აღიარეს, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი რამაზშენგელიაგახდა.

1992. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის გუნდთან 0:1 წააგო.კაუნასშიჩატარებულშეხვედრას 4500 მაყურებელი დაესწრო. საქართველო: დევაძე, გოგიჩაიშვილი,სიდამონიძე,კუდინოვი, გიაჯიშკარიანი, ცომაია, დარასელია, ჩიქოვანი, . არველაძე(ნემსაძე),ყიზილაშვილი, .არველაძე (. ჯანაშია). ნაკრებს ანატოლი ნორაკიძე წვრთნიდა.

1994. ლეგენდარულმა ესპანელმა ველოსიპედისტმა “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის ჩემპიონმა მიგელ ინდურაინმა ერთ საათში რბოლის სისწრაფის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (მან 53,044 კმ გაიარა).

2005. გერმანიის 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირისმატჩშისაქართველოსეროვნულინაკრებმაუკრაინის გუნდთან 1:1 ითამაშა. შეხვედრა თბილისშიმიხეილმესხისსახელობისსტადიონზეუმაყურებლოდ ჩატარდა. ქართველთაგან გოლი 89- წუთზეგოგაგახოკიძემგაიტანა.საქართველო:ლომაია, მენთეშაშვილი (გოგუა), ხიზანიშვილი, კალაძე (კაპიტანი), კობიაშვილი(მუჯირი),ოდიკაძე,კანკავა, ცქიტიშვილი, გახოკიძე, ასათიანი (აშვეთია), დემეტრაძე. საქართველოს ნაკრებსგაიოზდარსაძეწვრთნიდა.

2006. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიცთბილისისეროვნულსტადიონზე გაიმართა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, საფრანგეთისნაკრებთანდამარცხდა (0:3). კაპიტალური რემონტის შემდეგ ეს ჩვენსეროვნულსტადიონზეჩატარებულიპირველიმატჩი გახლდათ.

2006. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში აშშ-მ ათენის ოლიმპიურ ჩემპიონს არგენტინას 96:81 მოუგო.

2007. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B დივიზიონის მატჩში, რომელიცთბილისისსპორტისსასახლეში შედგა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, ფინეთისნაკრებიდაამარცხა(77:76).

2007. ფიბა-ამერიკის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში აშშ-ის ნაკრებმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი არგენტინა 118:81 დაამარცხა.

2011. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლატვიასთან 0:1 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1907. ფრიც შეპანი. 1930-იან წლებში გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი და კაპიტანი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1954 წელს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზეპ ჰერბერგერის თანაშემწე იყო, როცა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1913. ბილ (უილიამ) შენკლი. შოტლანდიის ნაკრების, “კარლაილ იუნაიტედისა” (1932-33) და “პრესტონ ნორთ ენდის” (1933-49) მცველი. 1938 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი. ინგლისის პრემიერლიგაში ჩაატარა 312 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. “ლივერპული” (გუნდს 1959-74 წლებში წვრთნიდა) პირველ დივიზიონში გადაიყვანა და ბევრ წარმატებასაც მიაღწევინა. 1964,1966 და 1973 წლებში მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები გახადა, 1965 და 1974 წლებში კი ქვეყნის თასი ააღებინა. 1973 წელს შენკლის ხელმძღვანელობით ენფილდელებმა უეფას თასი მოიგეს. ბილ შენკლი 1981 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

1916. დოროთი მეი ბანდი-ჩეინი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 141 ტიტული.

1919. ეციო ლოიკი. 1930-40-იან წლებში იტალიის ნაკრების და “ტორინოს” ფორვარდი. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. “ტორინოსთან” ერთად ტრაგიკულად დაიღუპა 1949 წლის 4 მაისის ავიაკატასტროფაში.

1925. ანდრო ზაზროევი. თბილისის და კიევისდინამოსფეხბურთელი. საკავშიროპირველობებისპრიზიორიდა თასის მფლობელი. 1951 წელს გახდა საკავშიროპირველობისბომბარდირი.იყო თბილისისდინამოსმწვრთნელი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1952. ჯიმი კონორსი (ჯეიმს სკოტ კონორსი). ამერიკელი ჩოგბურთელი. 1974-83 წლებში მოიგო დიდი სლემის რვა ტურნირი. 1974 წელს გაიმარჯვა ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობებზე, აგრეთვე უიმბლდონის ტურნირზე, მაგრამ საფრანგეთის ღია პირველობაზე საასპარეზოდ არ დაუშვეს. ჯიმი კონორსი ერთ-ერთი პირველი მოთამაშეა, რომელიც ორივე ხელით “დახურული” ჩოგნით ასპარეზობდა.

1952. იოსებ მაღალაშვილი. სამბოში 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1954. გივი ყვარელაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1971 წელსსაბჭოთაკავშირისჩემპიონი. 1974 წელს საკავშირო ნაკრებთან ერთად მოიპოვა მსოფლიოს თასი. გარდაიცვალა 2011წელს.

1955. ნატალია პეტრუსევა. 1000 მეტრზე ციგურებით სირბილში 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1960. ოთარ კორღალიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს,” ქუთაისისტორპედოსდალანჩხუთისგურიასფეხბურთელი. საქართველოსეროვნულიჩემპიონატებისმატჩებშიოთარკორღალიძემ პირველმა მოახერხა 100 გოლის გატანა. იყო რამდენიმე კლუბის და საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი.

1961. კარლოს ვალდერამა. კოლუმბიის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. 1990, 1994 და 1998 წლების მუნდიალებზე იყო კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი. ნაკრების 111 შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. 1987 და 1993 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1989 წელს დაეუფლა ლიბერტადორესის თასს.

1963. სტანისლავ ჩერჩესოვი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკის,” გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის რამდენიმე კლუბის გოლკიპერი.

1965. ლენოქს ლუისი. დიდი ბრიტანელი მოკრივე. მძიმე წონით კატეგორიაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. WBC ვერსიით ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მოგებული აქვს 35 ორთაბრძოლა, რომელთა შორისაც 28-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა.

1989. ალეშანდრუ პატო (ალეშანდრუ როდრიგეს და სილვა). ბრაზილიის ნაკრების, “ინტერნასიონალის” (2006-07), “მილანის” (2007-2013), “კორინთიანსის” (2013 წლიდან) ფორვარდი. 2009 წელს მოიგო კონფედერაციათა თასი. 2011 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. 2013 წელს გახდა პაულისტას შტატის ჩემპიონი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2007 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი 20 წლამდე ფეხბურთელთა შორის. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 2006 წელს “ინტერნასიონალის” შემადგენლობაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახდა და იმ ტურნირში პატომ პელეს რეკორდი გააუმჯობესა – ფიფას ოფიციალურ ტურნირში გოლის გატანა ყველაზე ახალგაზრდამ შეძლო (17 წლისა და 102 დღის ასაკში).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1937. პიერ დე კუბერტენი. თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ამაღორძინებელი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ბარონი კუბერტენი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1991. კონჩეტო ლობელო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფეხბურთო მსაჯი. ეს იტალიელი რეფერი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ მატჩებს ემსახურებოდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.126735
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X