ფეხბურთი

19:12 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ისევ გაიტანა (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის 22-ე ტურში გიორგი ხარაიშვილმა მოედანი უგოლოდ არ დატოვა. ჩვენებურის „გიოტებორგი“ „სუნდსვალს“ ესტუმრა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 2:0 დაამარცხა.

გიორგიმ კი 38-ე წუთზე გახსნა ანგარიში, როდესაც თანაგუნდელთა ჩინებული კომბინაცია ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და მნიშვნელოვანი ქულები მიითვალეს. ჩვენებური კი 88-ე წუთზე შეცვალეს.

ხარაიშვილმა ზედიზედ მეორე ტურში შეძლო გატანა, ხოლო მთლიანობაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 თამაშში 5 გოლი დაუგროვდა. ამასთან, 7 საგოლე პასიც აქვს გაფორმებული.

„გიოტებორგს“ კი 22 ტურის თავზე 41 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეხუთე საფეხურზე იმყოფება.

0.128128