კალათბურთი

12:18 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების დღე

კალათბურთში რიგით მე-18 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს.

გუშინ პირველი სათამაშო დღე იყო და ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად იმარჯვა.

აღსანიშნავია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სერბეთის 44-ქულიანი გამარჯვება, ბალკანელებმა ანგოლას 105:59 გაანადგურეს. ბოგდანოვიჩი 24 ქულით გამოირჩა, მარიანოვიჩს 12 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა.

ესპანეთმა ტუნისი 101:62 გაანადგურა. ესპანელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ექვს მოთამაშეს, მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 17 ქულა რიკი რუბიოს ანგარიშზეა.

იტალიამ ფილიპინებს 108:62 მოუგო. იტალიის შემადგენლობაში ყველა კალათბურთელმა მოახერხა მინიმუმ 2 ქულის ჩაგდება. საუკეთესოები 17-17 ქულით დელა ვალე და დატომე იყვნენ. დანილო გალინარის 16 ქულა ჰქონდა.

დღეს ტურნირის მთავარი ფავორიტი აშშ-ს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. პოპოვიჩის შეგირდები თბილისის დროით 16:30 საათზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემეპიონატი ყველაზე მეტჯერ 5-5-ჯერ აშშ-ს და იუგოსლავიას აქვს მოგებული.

0.132775