ფეხბურთი

18:14 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ალავესმა" შოტლანდიის ნაკრების შემტევი დაიმატა

შოტალანდიის ეროვნული ნაკრების და "ვესტ ბრომვიჩის" შემტევი ოლივერ ბერკი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ალავესში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბერკი "ნოტინგემის" აკადემიის აღზრდილია და "ვესტ ბრომვიჩმა" 2017 წელს "ლაიპციგიდან" 15.2 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. შოტალნდიელმა გასული სეზონის ნახევარი "სელტიკში" ასევე იჯარის წესით გაატარა და ჯამში გასულ სეზონშI ბერკმა 30 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიალავესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112217