ფეხბურთი

10:20 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "ლივერპულმა" "ბარნლი' სტუმრად 3:0 დაამარცხა, ჩემპიონატში ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო და ამ მაჩვენებლით საკლუბო რეკორდი დაამყარა. აღნიშნული ინფორმაცია 'მერსისაიდელთა" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

ლივერპულელებს პრემიერლიგის შექმნამდე კენი დალგლიშის პერიოდშიც ჰქონდათ 12 მატჩიანი მოგებათა სერია, ახლა კი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატში ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. "ლივერპულის" წარმატებული სერია 10 მარტს დაიწყო, მომდევნო ტურში "წითლები" შინ "ნიუკასლს" ეთამაშებიან და რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვთ.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124318