ბლოგი

11:49 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კორუფცია სპორტში და ქვეყანაში

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ქართულ სპორტში და განსაკუთრებით კი ქართულ ფეხბურთში კორუფციის პრობლემაზე. ამ სენის დასაძლევად ათასგვარი პროგრამა თუ დებულება იქმნება. თუმცა ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, ჩვენს ქვეყანაში კორუფცია საიდან იღებს სათავეს და რამ შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში და სპორტში კორუფციული აზროვნების ჩამოყალიბებას.

საქართველოში ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ კორუმპირებული მსაჯები, ფეხბურთელები თუ სპორტული ჩინოსნები არ უყვართ და მათთვის ისინი უღირსი ხალხია. მაგრამ ამ დროს თავიანთ კორუმპირებულ ნათესავ სპორტსმენებს ყველა ხელს აფარებს და ცუდსაც კი ვერ ათქმევინებთ ქრთამისტ ახლობლებზე. ქართველისათვის დამნაშავე მხოლოდ მაშინაა დამნაშავე და გასაკიცხი, როდესაც უცხო ადამიანია. ამასობაში კი მშვიდად ვუყურებთ, ჩვენი კორუმპირებული ნათესავი როგორ კადრულობს უკადრებელს. ჩვენთან ყველაფერი ნათესავ-მეგობრულ სისტემაზეა მორგებული და კორუმპირებული, მაგრამ ნათესავებს გადაყოლილი ადამიანი კარგ კაცად ითვლება.

სიტყვა “ქრთამი” არაერთ ძველქართულ ტექსტში გვხვდება და მისი მნიშვნელობა ორგვარი იყო. პირველი მნიშვნელობა ნამდვილად კორუფციული იყო, მეორე კი საბოძვარს ნიშნავდა. აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთება ნამდვილად არაა ძნელი. ძველ საქართველოში ქრთამის და მექრთამეობის არსებობის უარყოფა უბრალოდ სისულელე იქნება. გაიხსენეთ თუნდაც ვეფხისტყაოსანი, სადაც ავთანდილი ვაზირს ეუბნება: “ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო". რაზეც ვეზირი სიცილით პასუხობს: “ქრთამი შენ გქონდეს, შენია”. ვეფხისტყაოსნის ამ მონაკვეთზე რუსთველოლოგები დღეს ბევრს კამათობენ, მაგრამ იმაზე, რომ მე-12 საუკუნეშიც იცოდნენ ქართველებმა ქრთამის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა ყველა თანხმდება.

გარდა ამისა, ძალიან საინტერსოა ცნობილი გურული სიმღერის: “მივალ გურიაში“-ს ტექსტი. სადაც უკვე უდავია, რომ საუბარია ადამიანის მოქრთამვაზე. გაიხსენეთ სიმღერის პირველივე სტროფი. “მივსდიე და არ დაბრუნდა, არც მიიღო ქრთამად ფარა“. ეს სიმღერა დაახლოებით მე-18 ან მე-19 საუკუნეში შეიქმნა და მისი შინაარსიდან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იმ დროს ქრთამად ფულის გადახდა ჩვეულებრივი ამბავი იყო და დიდ დანაშაულად არც მიიჩნევდნენ.

საქართველოში კორუფციული გარიგებების განსაკუთრებული პოპულარობა მეფის რუსეთი დროიდან დაწყო. საქართველოში მყოფი რუსი მოხელე-ჩინოვნიკების დიდი ნაწილი კორუმპირებული იყო და მათი ქცევიდან გამომდინარე საქართველოში დამკვიდრდა ბევრი არაჯანსაღი შეხედულება. კერძოდ ქართველებმა ირწმუნეს, რომ “უფულოდ ვერაფერს მიაღწევ“ “ყველას ქრთამით მოსყიდვა შეიძლება“ “თანამდებობაზე ყოფნა უკვე ქრთამისტობას ნიშნავს“ და სხვა ამისთანანი.

ცარისტული რუსეთის შემოსვლამდე, საქართველოში კორუფცია რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ ხალხში ეს ყველაფერი არ იყო გამჯდარი და ჩვენი ტრადიციები მეტ-ნაკლებად არეგულირებდა კორუფციულ დანაშაულს. მეფის რუსეთის მოსამართლეებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ქართველებს რეალობა სულ სხვაგვარად დაანახეს. მოსყიდვა და მოქრთამვა ყოფის აუცილებელ ნაწილად იქცა, რადგან სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო სახელმწიფოსთან რაიმენაერი კონტაქტი. მე-19 საუკუნის და მეოცის დასაწყისში შექმნილი არაერთი ქართული ლიტელატურული ნაწარმოები აღწერს იმ პერიოდში არსებულ კორუფციულ სისტემას. რომელი ერთი ჩამოვთავალო: “ბაკულას ღორები“ “ოთარაანთ ქვრივი“ “გლახის ნაამბობი“ “გოგია უიშვილი“ “მაგდანას ლურჯა“, ამ ნაწარმოებებში ნათლად დაინახავთ როგორ გაიხრწნა და კორუფციის სენით დაავადდა არა მხოლოდ სახელმწიფო სისტემა, არამედ მთლიანი საქართველო. ქართულ სპორტში არსებული კორუფციული მანკიერებებიც სწორედ ამ ყველაფრის ერთგვარი გაგრძელებაა.

0.118881