ფეხბურთი

2:20 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

29 წამში დამყარებული სერია A-ს რეკორდი

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ დანილოს იტალიის სერია A-ში რეკორდის დასამყარებლად 29 წამი დასჭირდა. ბრაზილიელი „ნაპოლისთან“ შეხვედრაში მოედანზე მე-15 წუთზე ტრავმირებულ მატია დე შილიოს ნაცვლად გამოჩნდა და ზუსტად 29 წამში გოლი გაიტანა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, დანილო სერია A-ს ისტორიაში ლეგიონერთა შორის ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლის ავტორი გახდა. ბრაზილიელმა ჯონ ალოიზის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1995 წელს „კრემონეზე“ – „პადოვას“ დაპირისპირებაში 80 წამი მოანდომა აპენინზე პირველი გოლის გატანას.

აი, იტალიელ ფეხბურთელებსაც თუ მიიღებთ მხედველობაში, გამოვა, რომ დანილომ რეკორდი ვერ დაამყარა, მაგრამ მეორე ადგილზე დამკვიდრდა. მასზე სწრაფად იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი 2008 წელს „მილანის“ მაისურით ალბერტო პალოსკიმ გაიტანა - 16 წამში.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ გუნდში სადებიუტო გოლს, ამ კუთხითაც მეორე ადგილზეა, რადგან 2017 წელს დუვან ძაპატას „სამპდორიას“ რიგებში 17 წამი დასჭირდა პირველი გოლის გასატანად (თუმცა, კოლუმბიელს მანამდე სხვა იტალიური გუნდის შემადგენლობაში გატანილი ჰქონდა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099922