ავტოსპორტი

0:42 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა „ფერარი“ პოულზე დააბრუნა

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიის სპა ფრანკორშანზე განხლდა, სადაც ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში, „ფერარის“ შარლ ლეკლერმა საუკეთესო დრო დააფიქსირა. შეცდომის მიუხედავად, მას მხარი აუბა სებასტიან ფეტელმა და ორივემ ერთად, მარანელოელებს სასტარტო მოწინავე რიგი დააპყრობინა.

ფეტელს ფ1-ის რბოლა ბოლოს სწორედ ამ ტრეკზე, შარშანდელ სეზონში აქვს მოგებული. და ორმაგად მონდომებულია. მაგრამ ტრეფიკის გამო, თანაგუნდელს 0.748 წამით ჩამორჩა. მონაკოელმა სპას 7-კილომეტრიანი ტრასა წუთსა და 42.519 წამში გაიარა და კარიერაში მესამე რბოლას დაიწყებს პოულ პოზიციიდან.

ფეტელს 0.015 წამით ჩამორჩა ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, რომელიც ამჯერად მესამე პოზიციას დასჯერდა. ბრიტანელ მრბოლს მესამე თავისუფალი პრაქტიკის დროს ავარია მოუვიდა, რის გამოც, კვალიფიკაციაში მისი გამოსვლა საეჭვოც კი იყო. მასთან ერთად, მეორე ხაზს ვალტერი ბოტასი შეავსებს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიური ეტაპისთვის „მერსედსმა“ გაუმჯობესებული ძრავი შეიმუშავა, მაგრამ როგორც ჩანს, ის არასაკმარისად საიმედოა - საკვალიფიკაციო რბოლისას, რობერტ კუბიცას „უილიამსზე“ სწორედ გერმანული კომპანიის აგრეგატი გამოვიდა მწყობრიდან.

სამწუხაროდ, სპას ტრეკზე დღევანდელი დღე ტრაგედით დასრულდა - ფორმულა 2-ის პირველი რბოლისას, სწრაფ მოსახვევ რადიონიდან გამოსასვლელში მომხდარ მძიმე ავარიას, 22 წლის ფრანგი ანტუან იუბერის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარის გამო, ფ2-ის ორივე რბოლა გაუქმდა.

ბელგიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:42.519
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:43.267
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:43.282
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:43.415
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:43.690
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:44.557
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:44.706
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:45.086
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:44.797
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:44.847
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:44.257
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:44.542
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) დროის გარეშე
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:46.435
  15. 15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:548
  16. 16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) დროის გარეშე
  17. 17. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:507
  18. 18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:047
  19. 19. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:799
  20. 20. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:518
0.153003