ფეხბურთი

22:40 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩემ" იმბულა იჯარის წესით დაიმატა

"სტოკ სიტის" საყრდენი ნახევარმცველი ჯანელი იმბულა მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ლეჩეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "ლეჩემ" გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და თუ ფეხბურთელი სეზონის მინიმუმ 25 მატჩში თოთიეულ შეხვედრაში მინიმუმ 45 წუთს ითამაშებს იტალიელებს უფლება ექნებათ იმბულა 4 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდონ.

ჯანელი "გენგამის" აკადემიის აღზრდილია და "სტოკმა" 2016 წელს "პორტუდან" დაიმატა. საყრდენმა ნახევარმცველმა მას შემდეგ იჯარის წესით "ტულუზასა" და "რაიოში' ითამაშა. გასულ სეზონში იმბულამ ესპანური გუნდის რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.317587