ფეხბურთი

18:12 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ნავასის წასვლის შესახებ: „რაც იქნება, იქნება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მეკარე კეილორ ნავასის „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ჟურნალისებთან კომენტარი გააკეთა.

„კვირას რთული მატჩი გველის „ვილიარეალთან.“ კეილორი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ითამაშებს კიდეც. ამჟამად მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. რა იქნება მატჩის შემდეგ? ვნახოთ. რაც იქნება, იქნება“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს El Mundo Deportivo.

კეილორ ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს. 32 წლის მეკარემ „სამეფო კლუბის“ მაისურით 8 ტიტული მოიგო. მათგან ერთხელ ესპანეთის ჩემპიონობა და სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა.

0.125531