ფეხბურთი

2:16 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგს" და ვერნერს ვერ აჩერებენ

როგორც ჩანს, „ლაიფციგს“ მიმდინარე სეზონში დიდი გეგმები აქვს. იულიან ნაგელსმანის თავკაცობით „რედ ბული“ კიდევ უფრო დაიხვეწა და სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტური გლადბახში, „ბორუსიასა“ და „ლაიფიგის“ შეხვედრით გაიხსნა და სტუმრებმა კვლავ გამარჯვება იზეიმეს. მატჩის გმირი ტიმო ვერნერი გამოდგა, რომელსაც კონტრაქტის გახანგრძლივება წაადგა. გერმანელმა წინა ტურშიც გაიტანა და ახლა მთლად შეუჩერებელი იყო, ჰეთ-თრიქი მიითვალა „ბორუსია“ პარკზე“.

შედეგად, ნაგელსმანის ბიჭებმა 3:1 იმარჯვეს და სამი ტურის თავზე უდანაკარგოდ ირჯებიან: 3 თამაში, 3 გამარჯვება და პირველი ადგილი. თუმცა, ჯერ მესამე ტური მხოლოდ ახლა დაიწყო და ოთხ გუნდს აქვს შანსი, რომ მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვონ.

„გლადბახი“ – „ლაიფციგი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (38), 0:2 ვერნერი (47), 1:2 ემბოლო (90), 1:3 ვერნერი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.129205