ფეხბურთი

1:30 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი და საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტური გამოტოვა, რადგან „აპოლონთან“ შეხვედრა გარკვეული ვადით გადაიდო. სამაგიეროდ, ამხანაგურ თამაში ჩაატარა „ეთნიკოსის“ წინააღმდეგ და 3:1 იმარჯვა.

თემურ ქეცბაიამ სპარინგში შემადგენლობა გადაახალისა და სასტარტოში ქართველები არ ყოფილან.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც 70-ე წუთზე გოლი გაიტანა, ორ წუთში კი რაიოსს საგოლე პასიც გაუკეთა.

შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატი გასულ უიქ-ენდზე დაიწყო და „ანორთოსისმა“ პირველ ტურში აელ-თან უგოლო ფრე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115954