ფეხბურთი

0:10 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" არგენტინელი ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატა

"ველეს სარსფილდის' ნახევარმცველი ნიკოლას დომინგესი 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე იჯარის წესით "ბოლონიაში" გაატარებს. აღნიშნული ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. "ბოლონიას" გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

დომინგესი "ველეს სარსფილდის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ნიკოლასმა 65 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 12.5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111472