ფეხბურთი

23:48 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატეო დარმიანი "პარმაში" ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მატეო დარმიანი იტალიაში ბრუნდება და კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და იტალიელი ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

დარმიანი „პარმასთან“ სამწლიან კონტრქატს გააფორმებს, ხოლო „მანჩესტერი“ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ მის სანაცვლოდ 4 წლის წინ „ტორინოს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.

29 წლის დარმიანი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო სხვადასხვა დროს „პადოვაში“, „პალერმოსა“ და „ტორინოში“ უთამაშია. „მანჩესტერის“ რიგებში კი 92 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, 36-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი ერთხელ დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120917