კალათბურთი

0:30 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

3X3 ევროპის თასის შესახებ!

როგორც იცით, პირველად, საქართველო 3X3 კალათბურთში FIBA-ს ევროპის თასს უმასპინძლებს 18-წლამდელებს შორის! ჩემპიონატი 6, 7 და 8 სექტემბერს, თბილისში, რიყის პარკში გაიმართება.

ღონისძიება FIBA-ს სტანდარტების, სპეციალურ 3X3 კალათბურთის მოედანზე ჩატარდება, რომელიც რიყის პარკის დიდ შადრევანზე გაიშლება.

ევროპის თასზე ევროპის 16 ქვეყნის 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველო, რომელიც ტურნირზე გოგონებისა და ბიჭების ნაკრები გუნდებით წარსდგება.

ევროპის თასის ფარგლებში, ჩემპიონატის მსვლელობის სამივე დღეს, 6, 7 და 8 სექტენბერს, რიყის პარკის ტერიტორიაზე გულშემატკივრებისთვის და ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი ზონები და გაიყიდება სხვადასხვა სახის პროდუქცია.

მოუთმენლად გელოდებით რიყის პარკში! ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის გოგონების და ბიჭების ნაკრებებს და სასიამოვნოდ გავატაროთ დრო!

3X3 ევროპის თასის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს 3X3 კალათბურთის ოფიციალურ გვერდზე ➙ http://gbf.ge/news/thbilisshi-fiba-3×3-evropis-thasi-u18-gaimartheba-video

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136658