კალათბურთი

21:34 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს

საბერძნეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს.

საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ნბა-ს 2018/19 წლების რეგულარუი სეზონის MVP იანის ადეტოკუმპო ეყოლებათ, რაც ბერძნების შანსებს ერთიორად ზრდის.

მთლიან ტურნირზე იანისი ყველაზე მაღალი დონის კალათბურთელი იქნება. აშშ-ს ნაკრებში არც ერთი სუპერვარსკვლავი არ იქნება.

საბერძნეთის შემადგენლობა ასე გამოიყურება: იანის ადეოკმპო, თანასის ადეტოკუმპო, იანის ბურუსისი, ნიკ კალატესი, იანულის ლარენძაკისი, ვანგელოს მანცარისი, გეორგიოს პაპაიანისი, კოსტას პაპანიკოლაუ, იანის პაპაპეტრუ, გეორგიოს პრინტეზისი, კოსტას სლუკასი და პანაგიოტის ვაილიპოლუსი.

საბერძნეთში ჯგუფში ბრაზილიის, ახალი ზელანდიის და მონტენეგროს ნაკრბებთან ერთად იასპარეზებს.

საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2006 წელს იყო, მაშინ ფინალში ესპანეთთან 70:47 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115283