კალათბურთი

14:12 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილი საბერძნეთის უმაღლესლიგელ “იონიკოსში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას საბერძნეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “იონიკოსში” გააგრძელებს. 18 წლის ქართველმა უკანახაზელმა ქალაქ ნიკაიას გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი 29 აგვისტოს გააფორმა. “იონიკოსმა” გასულ სეზონში საბერძნეთის მეორე ლიგაში იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ქვეყნის უძლიერეს კლუბთა ლიგაში ადგილი მოიპოვა.

ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში გაატარა, სადაც “მირაფლორესის” ღირსებას იცავდა. მას ასევე ჰქონდა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შანსი, მაგრამ კალათბურთელმა საბერძნეთის უმაღლესლიგელი გუნდი არჩია, სადაც პროფესიონალ კალათბურთელებთან მოუწევს თამაში. “იონიკოსში” ანდრონიკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის მქონე ამერიკელი – სტივ ბურტი, ბერძენი კოსტას მავროკეფალიდისი და ამერიკელები – ჯამალ ჯონსი და ბიჯეი სტიტი დახვდებიან.

ანდრონიკავილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საშუალოდ 23.8 წუთს თამაშობდა, რა დროში 13 ქულას, 3.5 პასიი, 2.8 ჩაჭრას და ამდენივე მოხსნას ითვლიდა.

0.114072