ჩოგბურთი

12:22 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი უბრძოლველად US OPEN-ის მესამე წრეში გავიდა

US OPEN-ის მეორე წრეში ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრალიელ ჩოგბურთელს, თანასი კოკინაკისს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, ტრავმის გამო, თამაშზე უარი განაცხადა და ნადალი მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გავიდა.

ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნადალი ჰეიონ ჩანგს დაუპირისპირდება, მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ნადალი კორეელს 2:0-ს უგებს.

რაფას ამერიკის ღია პირველობა კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული (2010, 2013 ,2017)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113075