ფეხბურთი

10:49 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ლუის ენრიკეს თანადგომა გამოუცხადა

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, თავისი ტრვიტერის გვერდზე, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, 9 წლის შვილის კიბოთი გარდაცვალების გამო, თანადგომა გამოუცხადა.

„ვიზიარებ ლუისის და მისი ოჯახის მწუხარებას ამ ძალიან რთულ მომენტში. თქვენთან ვართ ფიქრებით.“ - წერს მესი.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები შარშან ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ფურია როხამ“ შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოიგო და ორი წააგო. გასულ ივნისში კი გამოცხადდა, რომ ის პოსტს ტოვებს ოჯახური მდგომარეობის გამო.

2014-15 წლებში მისი ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და თბილისური უეფას სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11484