ფეხბურთი

5:18 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გენკი" თუ "გენტი"? "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მეტოქე ვერ გაარჩია

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ იტალიურ „ნაპოლის“ ერთ-ერთი მეტოქე აერია. საქმე ისაა, რომ ნეაპოლელთა ტვიტერის გვერდზე წილისყრის დასრულების შემდეგ გაჩნდა პოსტი, სადაც მისი სამივე მეტოქე იყო მონიშნული.

„ლივერპული“, „ზალცბურგი“ და „გენტი“. თუმცა, რეალურად „ნაპოლის“ მეტოქე არა ქართველების „გენტი“, არამედ „გენკი“ იქნება. იტალიელთა შეცდომა უპასუხოდ არ დაუტოვებია ბელგიური გუნდის სოციალურ გვერდსაც.

„გენტმა“ „ნაპოლის“ უპასუხა: „მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ ალბათ „გენკს“ გულისხმობთ“.

მოგვიანებით ნეაპოლელთა ტვიტერის გვერდმა შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით მოახერხა. შეგახსენებთ, „ნაპოლი“ E ჯგუფში „ლივერპულთან“, „ზალცბურგთან“ და „გენკთან“ ერთად ითამაშებს.

სტატისტიკა
0.280125