ფეხბურთი

4:15 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მესის წინააღმდეგ თამაში მენატრება"

მონტეკარლოში კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრნენ და ბუნებრივია, კომენტარის გარეშე იქაურობა არ დაუტოვებიათ. რონალდუმ აღნიშნა, რომ მესის წინააღმდეგ თამაში ენატრება და არგენტინელი მისთვის დამატებითი მოტივაციაა.

„მესისთან ერთად კარიერის დასრულება? ის ჩემზე ორი წლით პატარაა, მაგრამ ვფიქრობ ჩემი ასაკისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფები. იმედია, აქ ვიქნები ერთი, ორი და სამი წლის შემდეგაც.

მესისთან ერთად 15 წელი გავიზიარე და არ ვიცი, ასეთი რამ მომხდარა თუ არა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არასდროს გვივახშმია ერთად. ვიმედოვნებ, მომავალში ეს მოხდება. მენატრება ესპანეთში მის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები, ის ჩემთვის მოტივაცია იყო, ისევე როგორც მე მისთვის.

წარმატებული სეზონი მქონდა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე, სამი ტიტულიც მოვიგე. განსაკუთრებული, დიდი ცვლილების წელი იყო. ახლა კიდევ ერთი სეზონი იწყება და სხვა რეკორდების დროა.

წილისყრა? პოზიტიურად ვაფასებ. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვსი რთულია, მაგრამ ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები დაწყებას. ჩემპიონთა ლიგის მოგების მსურველი ბევრი გუნდია, მაგალითად „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ამ სეზონში მართლაც ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ლევერკუზენთან“ და მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119911