ფეხბურთი

2:30 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

ლუის ენრიკეს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს 9 წლის ქალიშვილი ქსანა გარდაეცვალა, რომელსაც ოსტეოსარკომა იგივე ძვლების კიბო აწუხებდა.

“ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ, 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩვენი ოჯახის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. ქსანა, ყოველთვის გვეხსომები და იმედი გვაქვს, ისევ შევხვდებით. იძინე მშვიდად, ქსანიტა. შენი ოჯახი”, - ეს განცხადება ლუის ენრიკემ ტვიტერის გვერდის საშუალებით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ქვეყნის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი მიმდინარე წლის ივნისში დატოვა, მანამდე კი, 3 მატჩი სწორედ ოჯახური სიტუაციის გამო გამოტოვა. 49 წლის ენრიკე მისმა თანაშემწე რობერტ მორენომ შეცვალა.

0.109973