ფეხბურთი

23:43 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მედელი იტალიაში დაბრუნდა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ბეშიქთაშის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გარი მედელი კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მედელმა "ბოლონიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მედელი "ბეშიქთაშამდე" მილანის "ინტერში" თამაშობდა, სადაც 2014-17 წლებში 109 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. გარი ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან ასპარეზობს და 125 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114709