ფეხბურთი

16:18 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბურთი წარადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ოფიციალური ბურთი წარმოადგინა. ცხადია, ახალი ბურთის დიზაინი Adidas-მა შექმნა, რომელიც უეფას ტრადიციული პარტნიორია.

ლურჯი ბურთის დიზაინი გაფორმებულია თეთრი ვარსკვლავებით და შავი კიდეებით, ხოლო დანარჩენი სფერო ყვითელი, წითელი და შავი ფერებისგან შედგება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 20:00 საათიდან ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113763