ფეხბურთი

16:46 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსი: „ვან დე ბეკი ამ ზაფხულს, „აიაქსს“ არ დატოვებს“

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, ბარსელონაში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის გახსნისას, ჟურნალისტებს კატალონიურ კლუბში გადასულ ფრენკი დე იონგზე ესაუბრა და ისიც დასძინა, რომ „აიაქსის“ ნახევარცველი, დონი ვან დე ბეკი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს.

„ეს ისტორიული დღეა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ფრენკიმ „ბარსელონაში“ შეიძლება ათ წელიწადს ითამაშოს. უბრალოდ, დრო სჭირდება, გუნდთან შესაჩვევად. მწვრთნელმა კი სწორი ადგილი უნდა მოუძებნოს მოედანზე.

რაც შეეხება ვან დე ბეკს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არსად წავა „აიაქსიდან.“ - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს Esports SER Catalunya.

0.121484