ფეხბურთი

11:48 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ“ და „პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ვერ მოილაპარაკეს

„ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ვერ შეთანხმდნენ - გვამცნობს RMC.

წყაროს მტკიცებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდნენ ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ჯამში პარიზელებმა უარი თქვეს ბარსელონელთა წინადადებაზე.

არადა, თავად 27 წლის შემტევს ძალიან უნდა „ბარსელონაში“ დაბრუნება.

გასულ სეზონში ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით, ყველა ტურნირში 28 მატჩი გამართა, 23 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

0.112456