ფეხბურთი

1:15 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" შეცდომა არ დაუშვა, "სლავია" ჯგუფურ ეტაპს დაუბრუნდა

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდა. პლეი-ოფის ეტაპი დასრულდა, რის შემდგომაც იმ 32 გუნდის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, რომლებიც უპრესტიჟულეს ტურნირში ითამაშებენ.

შარშანდელმა ნახევარფინალისტმა ამსტერდამის „აიაქსმა“ შეცდომა არ დაუშვა და „იოჰან კრუიფ არენაზე“ ნიქოზიის „აპოელს“ აჯობა. კვიპროსული 0:0-ის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა შინ 2:0 იმარჯვა. პირველ ტაიმში ედსონ ალვარესმა გაიტანა, რასაც მატჩის მიწურულს დუშან ტადიჩმაც დაამატა და ანგარიში უფრო დამაჯერებელი გახადა. ამრიგად, „აიაქსის“ ხივლა ჯგუფურ ეტაპზე შეგვეძლება.

ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჯგუფში „ბრიუგე“. ბელგიურმა გუნდმა ავსტრიაში „ლინცი“ 1:0 დაამარცხა და საკუთარ მოედანზეც დაჯაბნა ოპონენტი. სამი გოლი გავიდა სამივე შეხვედრის უკანასკნელ 20 წუთში. ვანაკენმა ბელგიელები დააწინაურა, კლაუსმა გაათანაბრა, მაგრამ ავსტრიელთა იმედი უსაფუძვლო გამოდგა, რადგან დენისმა ყველა კითხვის ნიშანი გააქრო - „ბრიუგე“ ჯგუფშია.

ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს პრაღის „სლვიაც“, რომელმაც რუმინულ „კლუჟს“ როგორც სტუმრად, ისე სახლში ერთნაირად, 1:0 აჯობა, ორი მატჩის ჯამში 2:0 იმარჯვა და მისთვის ერთობ ღირსებულ შედეგს უწია, რადგან ჯგუფურ ეტაპს 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდა.

„აიაქსი“ – „აპოელი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (43), 2:0 ტადიჩი (80)

„ბრიუგე“ – „ლინცი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ვანაკენი (70), 1:1 კლაუსი (74, პენ), 2:1 დენისი (89)

„სლავია“ – „კლუჟი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბორილი (66)

0.179761