ფეხბურთი

22:55 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "ბარსელონასთან" ახლოსაა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ახლოსაა „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან. Sport-ის ინფორმაციით, კატალონელებმა ფრანგებს ახალი წინადადება შესთავაზეს, რომელიც 125 მილიონ ევროს, ივან რაკიტიჩსა და უსმან დემბელეს მოიცავს.

ხორვატი პსჟ-ში სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდება, ხოლო დემბელე - იჯარით.

გარდა ამისა, ესპანურმა მედიამ დაასახელა თარიღი, როდესაც „ბარსა“ ბრაზილიელის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს: 29 აგვისტო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა გასულ სეზონში 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. პარიზელებთან მას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სტატისტიკა
0.242238