ფეხბურთი

14:40 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ და ვიდალმა პოკერში ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ და არტურო ვიდალმა პოკერში ჯამში ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს. ესპანელმა და ჩილელმა ბარსელონას კაზინოში პოკერის ევროპული ტურნეში მიიღეს მონაწილეობა.

ორივემ ძალიან კარგად ითამაშეს და მოწინავე პოზიციები დაიკავეს. ვიდალი მეხუთე ადგილზე გავიდა და 134 ათასი ევრო მოიგო, ხოლო პიკემ კიდევ უფრო წარმატებულად იასპარეზა, მეორე პოზიცია დაიკავა და 350 ათასი ევროც მოიგო. ტურნირის გამარჯვებული კი პოკერის პროფესიონალი ხუან პარდო გახდა.

აღსანიშნავია, რომ პიკე პოკერით შეყვარებულია და პირველად არ მიუღია პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა. 2011 წელს ევროპული პოკერის ერთ-ერთ ღონისძინებაში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 2017 წელს მეხუთე პოზიციას დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111184