ჩოგბურთი

12:17 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის იოლი სტარტი

ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჯონ მილმანი იოლად 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

რაფამ ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო მილმანმა სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

მომდევნო ეტაპზე ნადალის მეტოქე ავსტრალელი თანასი კოკინაკისი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 1:0-ს იგებს. მატჩი 29 აგვისტოს გაიმართება.

რაფაელს US OPEN-ი კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული (2010, 2013, 2017)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113992