ფეხბურთი

9:07 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ სანჩესის ტრანსფერი შეათანხმა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩილელი შემტევი, ალექსის სანჩესი, მილანის „ინტერში“ გადავა - წერს საკუთარ ტვიტერში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „ინტერი“ სანჩესის იჯარით აყვანას აპირებდა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. პრობლემას ჩილელის ძალიან მაღალი ხელფასი წარმოადგენდა - 390 ათასი გირვანქა კვირაში. იტალიური კლუბი მზად იყო მხოლოდ ამ თანხის ნახევარი გადაეხადა.

„მანჩესტრში“ სანჩესი ლონდონის „არსენალიდან“ 2018 წლის დასაწყისში გადავიდა. გასულ სეზონში კი 27 მატჩში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0.148238