ფეხბურთი

0:40 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნაბიჯი წინ გადადგა: "უფრო ახლოს ვართ"

კატალონიის „ბარსელონა“ ნეიმართან კიდევ უფრო ახლოსაა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის წარმომადგენელმა ხავიერ ბორდასმა დაადასტურა.

„შეთახნმება ჯერჯერობით მიღწეული არაა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ახლა უფრო ახლოს ვართ“, - თქვა ბორდასმა.

კატალონიის „ბარსელონას“ წარმომადგენლები ოსკარ გრაუ, ერიკ აბიდალი და ხავიერ ბორდასი პარიზში იმყოფებიან, სადაც ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობენ. ესპანურ მხარეს დრო ჯერ კიდევ აქვს, რადგან სატრანსფერო ფანკარა 3 სექტემბერს იხურება.

0.127598