ფეხბურთი

22:44 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ჯერჯერობით პარიზშია

პსჟ-ს ბრაზილიელი შემტევი ჯერჯერობით პარიზულ კლუბში რჩება, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

"ბარსელონამ" პსჟ-ს ნეიმარში 170 მილიონ ევრო შესთავაზა ან 100 მილიონი დოლარი და პლუს დემბელე. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ნეიმარსაც არ აქვს გადაწყვეტილი კატალონიელთა რიგებში გადავა თუ არა.

ნეიმარი "ბარსელონას" რიგებში 2013-17 წლებში თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 186 შეხვედრა ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა.

0.11419