ფეხბურთი

19:39 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: გია ცეცაძის რჩეულნი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩებისთვის

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობას იწყებს. „პატარა ჯვაროსნები“ 5 და 10 სექტემბერს ლიხტანშტაინისა და აზერბაიჯანის 21 წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირებიან.

გია ცეცაძემ აღნიშნული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო)

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ლიხტაინშტაინს 5 სექტემბერს, გორში დაუხვდება, ხუთი დღის შემდეგ კი აზერბაიჯანს ბაქოში ესტუმრება. გია ცეცაძის გუნდისთვის ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის ხსენებული მატჩებით დაიწყება.

0.123312