ფეხბურთი

20:05 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

400 მილიონ ევროიანი სათადარიგო სკამი

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ტურინის „იუვენტუსს“ 400 მილიონი ევროს ღირებულების სათადარიგო სკამი ჰყავდა. Corriere Dello Sport-მა 11 ფეხბურთელის ფასები შეაჯამა, რომლებიც „პარმასთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ.

შედეგად, გაირკვა, რომ ტურინელთა სკამი არც მეტი არც ნაკლები 400 მილიონ ევროს ოდნავ აჭარბებდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა გუნდს სქემაც შეურჩიეს (4-3-3) და სატრანსფერო ფასებიც დაითვალეს:

ჯანლუიჯი ბუფონი - 1 მილიონი ევრო

ხუან კუადრადო - 15/20 მილიონი ევრო

მატიას დე ლიხტი - 75 მილიონი ევრო

მერიჰ დემირალი - 18 მილიონი ევრო

დანილო - 37 მილიონი ევრო

ემრე ჯანი - 40 მილიონი ევრო

როდრიგო ბენტანკური - 40 მილიონი ევრო

ადრიენ რაბიო - 40 მილიონი ევრო

ფედერიკო ბერნარდესკი - 45 მილიონი ევრო

მარიო მანჯუკიჩი - 15 მილიონი ევრო

პაულო დიბალა - 80 მილიონი ევრო

აღსანიშნავია, რომ განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდნენ მატია პერინი, დანიელე რუგანი და აარონ რემზი, რომელთა სკამზე ყოფნის შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო: ვოიცეხ შჩესნი, მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ალექს სანდრო, სამი ხედირა, მირალემ პიანიჩი, ბლეზ მატუიდი, დუგლას კოშტა, გონსალო იგუაინი, კრიშტიანუ რონალდუ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სეზონის სასტარტო შეხვედრა სტუმრად „პარმასთან“ ჩაატარა და ჯორჯო კიელინის ერთადერთი გოლით მოიგო.

თეგებიიუვენტუსი
სტატისტიკა
0.259459