ფეხბურთი

16:20 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის - ორი დებიუტანტი
ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, 12-იც გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა შორის 27 ფეხბურთელი მოხვდა და მათ შორის ორი დებიუტანტია - "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია და "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.

"ჯვაროსნების" განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ნიშანდობლივია, რომ ჯაბა კანკავა ნაკრებს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან სპარინგში დაეხმარება, რადგან დანიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.

გარდა ხსენებული 27 ფეხბურთელისა, ვაისმა 12 მოთამაშის ვინაობაც გაასაჯაროვა, რომელთაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს:

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, სტამბოლში შეიკრიბება, სადაც 5 სექტემბერს, ახამანაგურ მატჩს სამხრეთ კორეის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნულ მატჩს "ბაშაკშეჰირის" სტადიონი უმასპინძლებს. შემდგომ "ჯვაროსნები" თბილისში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას, რადგან 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ელოდებათ "დინამო არეაზე" დანიის ნაკრებთან.

აქვე გეტყვით, რომ აზიელებთან სპარინგი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება, ხოლო დანიასთან შეხვედრა 20:00 საათზე გაიმართება.

0.127289