ფეხბურთი

9:05 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ლუკაკუ კეთილი გოლიათია“

იტალიური სერია A-ს პირველი ტურის მატჩში, „ლეჩეს“ დამარცხების შემდეგ (4:0), „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სადებიუტო შეხვედრით კმაყოფილია. განსაკუთრებით კი რომელუ ლუკაკუ და ლაუტარუ მარტინესი გამოჰყო.

„მატჩი სწორი განწყობით და იმ იდეით დავიწყეთ, რომლითაც მინდა, რომ „ინტერმა“ ითამაშოს. ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, 2:0-ზე იყო მონაკვეთი, როცა ცოტა მოვეშვით და ამის შესახებ ფეხბურთელებს პირდაპირ ვუთხარი: გონს მოეგეთ, ნუ გგონიათ თამაში დამთავრდა - მეთქი.

ლუკაკუ „ინტერის“ სამყაროში შესანიშნავად ჩაეწერა. ის კეთილი გოლიათია, რომელიც ყოველთვის იღიმის და მზადაა წრფელი გულით იმუშაოს და გუნდს დაეხმაროს.

მინდა ლაუტარო მარტინესის გარჯაც გამოვყო. მანაც შესანიშნავად ითამაშა.

მაგრამ ახლა ემოციები უნდა გავანელოთ და „კალიარისთან“ მომავალ მატჩზე ვიფიქროთ.“ - უთხრა კონტემ DAZN-ს.

0.414121