ფეხბურთი

19:40 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ხამესი გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია. კოლუმბიელმა „ვალიადოლიდთან“ ბოლო ტურში მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა.

მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ერთ თვეში დაბრუნება საუკეთესო ვარიანტია.

მოგეხსენებათ, ხამესი „რეალს“ ორწლიანი იჯარის შემდეგ დაუბრუნდა და მიმდინარე ზაფხულსაც გუნდის დატოვებას უწინასწამეტყველებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელი ახლახან დაწყებულ სეზონს ესპანეთში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109407