ფეხბურთი

1:12 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „ბარსელონას“ პირველი გამარჯვება. გრიზმანის დუბლი

გაოგნებული იყო „კამპ ნოუ“ პირველი ტაიმის ბოლომდე: „ბარსელონა“ ზედიზედ მეორე თამაშს აგებდა სეზონის სტარტზე. მათი დამრიგებლის, ერნესტო ვალვერდეს სავარძელიც, ალბათ ცოტათი მოყანყალდა, მაგრამ ახალწვეული ანტუან გრიზმანის საპასუხო გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ეს ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის პირველო ოფიციალური გოლი გახლდათ კატალონიური კლუბის მაისურით.

რა უთხრა შესვენებაზე ვალვერდემ შეგირდებს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მეორე ნახევარში სხვა „ბარსა“ ვიხილეთ. ჯერ გრიზმანმა გაიფორმა დუბლი შესანიშნავი გოლით, რომელმაც „ბეტისი“ დააბნია, შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა: პერესი, ალბა, ვიდალი..

აღმოჩნდა, რომ „ბარსელონას“ დაშავებული სუარესისა და მესის გარეშეც შეუძლია აღმაფრენა და გამარჯვება.

მანამდე, „ატლეტიკომ,“ „თავისი“ ანგარიშით, 1:0 სტუმრად დაამარცხა „ლეგანესი“ და „სევილიასთან“ ერთად ჯერჯერობით უდანაკარგოა. თუმცა, ეს სამი ქულა მადრიდელებს იოლად არ მოუპოვებიათ. შესვენებამდე ფრთხილი თამაში მიმდინარეობდა. ბრძოლა ბევრი იყო, სახიფათო მომენტები ცოტა. თუმცა, ორი შანსი „ატლეტიკოს“ ჰქონდა და ორივეჯერ ალვარო მორატამ ვერ იყოჩაღა.

მეორე ტაიმში თამაში გახალისდა, ტემპმა იმატა და შტევებს შეტევები მოჰყვა ორივე მხრიდან. კინაღამ თავისი პირველი მადრიდული გოლი მიითვალა პორტუგალიელმა ახალწვეულმა, ჟოაო ფელიშმა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას ცოტათი გადასცდა. ფელიშმა თავი მაინც გამოიჩინა, სწორედ მისი გადაცემით გაიტანა მატჩის ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ვიტოლომ.

ესპანეთი

პრიმერა. 2 ტური. 25 აგვისტო

ბარსელონა - ბეტისი 5:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 79 159

0:1 ფეკირი (15), 1:1, 2:1 გრიზმანი (41, 50), 3:1 პერესი (56), 4:1 ალბა (60), 5:1 ვიდალი (77), 5:2 ლორენი (79)

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ვიდალი 74), დე იონგი, რობერტო, რაფინია (ფირპო 81), პერესი (ფატი 78), გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი: მარტინი, ემერსონი, ბარტრა, სიდნეი, პედრასა, კარვალიუ, გუარდადო (ხოაკინი 62), კანალესი (ლაინესი 75), ფეკირი, ტელიო (კაპტუმი 61), ლორენი

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გაფრთხილება: პიკე (32); კარვალიუ (90)

ლეგანესი - ატლეტიკო 0:1

ლეგანესი. „ბუტარკე.“ 11 742

0:1 ვიტოლო (71)

ლეგანესი: სორიანო, ხონათან სილვა, სიოვასი, ომერუო (არნაისი 77), ტარინი (ბაუსტინსა 28), როსალესი, ერასო (ავილესი 78), პერესი, მესა, ენ-ნასირი, ბრეითუეთი

მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო (ვიტოლო 60), ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიერი, ტომასი (ლიორენტე 70), საული, კოკე, ლემარი (ფელიპე 89), ფელიში, მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: ერასო (23), როსალესი (34), ხონათან სილვა (93), ენ-ნესირი (90); ერმოსო (52), ტომასი (62), ლიორენტე (80), ვიტოლო (86), კოკე (90+1)

მალიოირკა - სოსიედადი 0:1

0:1 ედეგორი (83)

ალავესი - ესპანიოლი 0:0

სტატისტიკა
0.251032