სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:58 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: აგუეროს მე-400 გოლი, დე ბრუინის 50-ე „ასისტი“, „ტოტენჰემის“ პირველი მარცხი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ წინა ტურში „ტოტენჰემთან“ წაფორხილების შემდეგ (2:2), „სიტი“ ქულებს კვლავ დაკარგავდა. თან „ბორნმუთთან,“ რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში საოცარი დადებითი ბალანსი აქვს. ამჯერად „ქალაქელებმა“ „ალუბლებს“ ზედიზედ მეცხრედ მოუგეს.

თავიდანვე ნათელი გახდა თამაშის სცენარი. „სიტიმ“ მალევე გაიტანა და შემდეგ აუღელვებლად აკონტროლებდა ვითარებას. ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა მე-15 წუთზე. საგოლე გადაცემა მას კევინ დე ბრუინმა მისცა, ეს ბელგიელის 50-ე „ასისტი“ გახლდათ პრემიერლიგაში, რაც თავისებური რეკორდია. ეს მან 123 შეხვედრაში მოახერხა და ბევრად გაუსწრო კონკურენტებს: მესუთ იოზილს (141 მატჩი) და ერიკ კანტონას (143).

სიმართლე ითქვას, დე ბრუნი კარში ურტყამდა, მაგრამ ყოჩაღად ვერ გაირჯა და ბურთი აგუეროს მიუვიდა. თუმცა ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

აგუერომ მატჩის მიწურულს ერთიც შეაგდო და დუბლი მიითვალა. ჯამში კი ეს მისი მე-400 გოლი გამოდგა კარიერაში - „სიტიში,“ „ატლეტიკოში,“ „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ნაკრებში.

ერთი ბურთი რაჰიმ სტერლინგმაც გაიტანა, ჯამში 5 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ნორვიჩელ ტეემო პუკის გაუთანაბრდა.

საინტერესო იყო ბორნმუთელი ჰარი უილსონის ერთი საპასუხო გოლიც. ჭაბუკმა უელსელმა პირდაპირ ცხრიანში „ჩასვა“ ბურთი. საერთოდ, უელსელებს კარგი ბიჭები ეზრდებათ. შაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ახალმა გიგზმა,“ დენიელ ჯეიმსმა ისახელა თავი, როცა „კრისტალ პალასს“ ულამაზესი ბურთი გაუტანა, ახლა კი უილსონმა გააკვირვა ყველა.

მოულოდნელად დამთავრდა მატჩი ლონდონში, სადაც „ტოტენჰემმა“ აუტსაიდერ „ნიუკასლთან“ წააგო. სტივ ბრიუსის შეგირდებმა მწყობრი ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქეს, ფაქტობრივად, გატანის რეალური შანსი არც ჰქონია.

ძალიან ბრაზობდა შეხვედრის მიმდინარეობისას „დეზების“ დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო, ერთხელ მეტოქე ოპონენტსაც აუხირდა, მაგრამ ვისი ბრალი იყო, რომ მასპინძლებმა ერთი ხეირიანი შეტევაც ვერ შექმნეს. ძალიან სწორხაზოვნად და პრიმიტიულად უტევდნენ.

ერადერთი გოლი კი „კაჭკაჭების“ ახალწვეულმა ბრაზილიელმა, ჟოელინტონმა გაიტანა. „ნიუკასლმა“ ის ამ ზაფხულს გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ შეიძინა კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად - 40 მილიონ გირვანქად.

ამრიგად, „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. „ნიუკასლმა“ კი მიჯრით ორჯერ წაგების შემდეგ, გაიმარჯვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 3 ტური. 25 აგვისტო

ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი 1:3

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 486

0:1აგუერო (15), 0:2 სტერლინგი (43), 1:2 უილსონი (45+3), 1:3 აგუერო (64)

ბორნმუთი: რემსდეილი, სმიტი (აიბი 69), მეფამი, კუკი, დენიელსი (ჰარი უილსონი 37), ლერმა, აკე, ბილინგი, კინგი, ფრეიზერი, კალუმ უილსონი (სოლანკე 69)

მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი (კანსელუ 90+1), ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო, გიუნდოგანი (როდრი 58), დავიდ სილვა, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 79), სტერლინგი, აგუერო

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ლერმა (58); უოკერი (10), ედერსონი (13), ოტამენდი (90)

ტოტენჰემი - ნიუკასლი 0:1

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 59 245

0:1 ჟოელინტონი (27)

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერ-პიტერსი (ერიკსენი 62), ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი (დევისი 88), სისოკო, უინკსი, მოურა, ლამელა (ლო სელსო 62), სონი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ნიუკასლი: დუბრავკა, კრაფტი, შერი, ლასკელესი (ფერნანდესი 82), დამეტი, რიჩი, ჰაიდენი, ლონგსტაფი, სენ-მაკსიმენი (ატსუ 17), ალმირონი, ჟოელინტონი (მუტო 88)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: უინკსი (11), როუზი (66); რიჩი (47), ჟოელინტონი (88)

ვულვერჰემპტონი - ბარნლი 1:1

0:1 ბარნსი (13), 1:1 ხიმენესი (90+5, პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114718
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X