ფეხბურთი

21:42 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი - გოლი და საგოლე პასი ავსტრიაში

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირადი ანგარიში გახსნა ოთარ კიტეიშვილმა. მეხუთე ტურში გრაცის „შტურმმა“ „ტიროლს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. ჩვენებური კი მოედანზე საუკეთესო იყო.

კიტეიშვილმა 39-ე წუთზე სტეფან ჰერლანდერს გაუკეთა საგოლე პასი, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში, 58-ე წუთზე თავად მოახერხა გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ოთარმა აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველს 5 თამაშში 1 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. „შტურმს“ კი 5 ტურში 9 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117883