ფეხბურთი

19:40 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო - სილვას დუეტის 27-ე გოლი პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთი“ 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა სერხიო აგუერომ, რომელმაც 64-ე წუთზე დავიდ სილვას გადაცემით იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პრემიერლიგის ვებგვერდის ცნობით, სილვამ და აგუერომ უშუალოდ პრემიერლიგაში 27-ე გოლში მიიღეს მონაწილეობა (სილვას პასით აგუეროს გოლი ან პირიქით). ეს კი, ინგლისის ელიტალური ლიგის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია.

უფრო შედეგიანად მხოლოდ ტიერი ანრი - რობერ პირესი (29 გოლი) და დიდიე დროგბა - ფრენკ ლამპარდი (36 გოლი) კომბინირებდნენ.

შეგახსენებთ, დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2010, ხოლო სერხიო აგუერო 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს.

სტატისტიკა
0.228569