ფეხბურთი

16:52 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ხუმარების" ირონიული ხუმრობა: "ბაიერნის" ფეხბურთელები ხელების გარეშე

ძალიან ცუდი სურათი. შესაძლოა ეს იყო ირონიული ნაბიჯი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ცუდი გემოვნებით გაკეთებული ფოტოშოპი გამოვიდა და საშინლად გამოიყურებოდა.

საქმე ისაა, რომ „შალკეს“ ამერიკის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა (Schalke 04 USA) „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ ფეხბურთელების ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მათ ხელები ჩამოჭრილი ჰქონდათ.

ამის მიზეზი კი გელზენიკირხენელთა პროტესტი გახლდათ. მაშინ, როდესაც ანგარიში მიუნხენელთა სასარგებლოდ 2:0 იყო, „შალკე“ ორჯერ ამაოდ ითხოვდა პენალტის დანიშვნას. ჯერ ბენჟამენ პავარმა ითამაშა საჯარიმოში ხელით, შემდეგ ივან პერიშიჩმა და თერთმეტმეტრიანი გარდაუვალი იყო, მაგრამ არც მსაჯმა და რაც მთავარია, არც VAR-მა ეპიზოდი არც კი განიხილეს.

სწორედ ამიტომ, „შალკემ“ სოციალური ქსელში ირონიული პოსტი განათავსა. შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ „ხუმარები“ რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა.

0.111865