ფეხბურთი

18:12 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" "ლივერპულის" ფეხბურთელის დამატება სურს

ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების და "ლივერპულის" 23 წლამდელტა გუნდის თავდამსხმელმა ბობი დანკანმა შესაძლოა მიმდინარე სეზონი იჯარის წესით "ფიორენტინაში" გაატაროს. როგირც Sky Sports-ი იუწყება, ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარით "იები" დაინტერესდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებენ.

დანკანი 2011 წლამდე "უიგანის" აკადემიაში თამაშობდა და მას შემდეგ "ლივერპულში" გადავიდა. "მერსისაიდელთა" 18-წლამდელთა გუნდში ბობიმ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. 23-წლამდელთა გუნდში ფეხბურთელს თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია.

0.117375