ჩოგბურთი

13:12 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩმა კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო (+VIDEO)

პოლონელმა ჩოგბურთელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა უინსტონ-სეილემის ღია ტურნირი მოიგო. 250-ქულიანი ტურნირის ფინალში პოლონელმა ფრანგუ ბენუა პერი 6:3, 3:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა ტიტული. თავის მხრივ, ბენუა მერვედ იყო ფინალში და მეხუთედ წააგო გადამწყვეტი მატჩი.

ჰურკაჩმა ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულა და 96,505 დოლარი მიიღო, ხოლო პერმა 150 ქულა და 56,000 დოლარი. ფრანგმა რეიტინგში ოთხი ადგილით გადაინაცვლა და ახლა 26-ე პოზიციაზე იმყოფება, პოლონელმა კი ექვსი ადგილით წაიწია წინ და კარიერის საუკეთესო პოზიციაზე 35-ე ადგილზე იმყოფება.

0.162377