ფეხბურთი

11:30 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" რეკორდი

"ლივერპულმა" პრემიერლიგის მესამე ტურში "არსენალი" 3:1 დაამარცხა, პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო და პრემიერლიგაში საკლუბო რეკორდი დაამყარა. პრემიერლიგის დაარსებიდან (1992 წელი) მსგავსი შედეგი გუნდმა პირველად დააფიქსირა.

ასევე, ზოგადად ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში "მერსისაიდელებს" ზედიზედ 12-მატჩინი მოგებათა სერია კენი დალგლიშის პერიოდში ჰქონდათ 1990 წელს. იურგენ კლოპის გუნდმა კი წარმატებული სერია 10 მარტს დაიწყო და მას შემდეგ ვერ აჩერებენ. მომდევნო შეხვედრა "ლივერპულს" სტუმრად "ბარნლისთან" 31 აგვისტოს ელის და რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს.

თეგებილივერპული
0.118676