ფეხბურთი

12:10 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ჩილეს ეროვნული ნაკრების მცველი დაიმატა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ალავესის" ყოფილი მცველი გილერმო მარიპანი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. როგორც ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდ იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღეს.

მარიპანი "უნივერსიდად კათოლიკას" აკადემიის აღზრდილია და "ალავესმა" ფეხბურთელი 2017 წელს დაახლოებით მილიონ ერთ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ ორ სეზონში მარიპანმა 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩილეს ეროვნულ ნაკრებში გილერმო 2017 წლიდან ასპარეზობს და 21 შეხვედრაში ტავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319