ფეხბურთი

12:38 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალმა" სამი ქულა დაიმსახურა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვალიადოლიდთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

"ბევრი ვიშრომეთ და მეორე ნახევარში გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად კარგი ზეწოლა გუნდზე არ მოგვიხდენია, მაინც გავიტანეთ, ყუმცა ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით. მინდა აღვნიშნო, რომ გამარჯვებას და სამ ქულა ვიმსახურებდით. ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ 90 წუთი უნდა ითამაშო, რათა მიზანს მიაღწიო. გასამარჯვებლად ჩინებული შანსი გვქონდა." - ციტირებს ESPN-ი ფრანგის სიტყვებს.

"რეალმა" ლა ლიგის მეორე ტურში "ვალიადოლიდს" გოლი 82-ე წუთზე გაუტანა, თუმცა ექვს წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. ორ ტურში "ბლანკოსს" ოთხი ქულა აქვს.

სტატისტიკა
0.2688